ბათუმის ერთ-ერთი რესტორანი "რეტრო", რომელიც "აჭარული ხაჭაპურით" არის ცნობილი, დილიდან არ გახსნილა. მფლობელის დაკავების შემდეგ იქ შრომის ინსპექციაა შესული. არსებული ინფორმაციით, რესტორანი 15-მა თანამშრომელმა დატოვა.

პოლიციამ "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ძალადობის ბრალდებით 4 ივნისის ღამეს დააკავა.

რესტორნის სხვა თანამშრომლები ამბობენ, რომ რესტორნის ხელმძღვანელის მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები ადრეც ყოფილა და ამის გამო სამსახური არაერთმა თანამშრომელმა დატოვა.