„არა ნგრევას“ – რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვა კლინიკის მედიკოსები შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს.
როგორც მედიკოსი, ნინო ხაჭაპურიძე განმარტავს, ძალიან უპერსპექტივო და უტოპიურია ექიმების სხვა კლინიკაში გადანაწილება.
"არის იმის შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ და რაც გასაკეთებელია, ის პარალელურად გაკეთდეს. ძალიან უპერსპექტივო და უტოპიურია ექიმების სხვა კლინიკაში გადანაწილება. ის რომ რეაბილიტაციაა საჭირო, ეს ცალსახაა", - აღნიშნავს მედიკოსი.
ხელმძღვანელობა თანამშრომლებს პირობას აძლევს, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე ყველა მათგანს სამუშაო ადგილი და ხელფასი შეუნარჩუნდება. თუმცა, კლინიკაში დასაქმებულებს ამ დაპირებების არ სჯერათ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ორგანიზებულ აქციას რიგითი მოქალაქეები, სხვა კლინიკის ექიმები და „ვოლტის“ კურიერებიც შეუერთდნენ.