თანამედროვე ბიზნეს გარემოში სულ უფრო აქტიურად დგას შშმ პირებისთვის რესურსებზე ფიზიკური წვდომის საკითხი. დასავლეთში საკითხი დიდი ხანია გასცდა უბრალოდ „კეთილი ნების“ და თუნდაც რეგულაციების დაცვის ფარგლებს. დღეს მას განიხილავენ, როგორც სტრატეგიულ აქტივს, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს კომპანიის ფინანსურ წარმატებასა და რეპუტაციაზე. თუმცა ევროპაშიც კი ადაპტირებული გარემოს შექმნა ზოგი ბიზნეს-მესაკუთრის მხრიდან აღიქმება როგორც დამატებითი ხარჯი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ იღებენ, რომ გარკვეული ვალდებულებები გააჩნიათ.
ასე რომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ საქართველოში ამ საკითხზე დებატები კიდევ უფრო მწვავეა. მართალია საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ კერძო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებსაც ავალდებულებს უზრუნველყონ თავისუფალი ორიენტაცია და გადაადგილება, მაგრამ რეალობაში, კერძო დაწესებულებებში შშმ პირების გადაადგილების უზრუნველყოფა ჯერ კვლავაც კეთილი ნების დონეზეა. ამიტომ, როდესაც შენობაში საოფისე სივრცეს აქირავებს, ბევრი მფლობელი უბრალოდ არ განიხილავს, რომ სტანდარტული ლიფტები შესაძლოა აღარ იყოს პოტენციური მოიჯარეებისთვის საკმარისი.
მეორეს მხრივ, საჯარო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე პროცესები დღეს სრულიად ახალ ეტაპზეა გადასული. როდესაც სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში, მსხვილი სამშენებლო კომპანიები სკოლებს, ბაღებს, თეატრებსა თუ მუზეუმების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე არიან პასუხისმგებელნი, ისინი ყოველთვის ვალდებული არიან შენობის მოქმედ კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობა — მათ შორის, შშმ პირებისთვის გადაადგილების სტანდარტების დაცვა — უზრუნველყონ.
2021 წელს ამოქმედდა „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, მთავრობის დადგენილება №732, რომელმაც მშენებლობის ხარისხის კონტროლი გაამკაცრა. ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით ნებისმიერი საჯარო სივრცე ვალდებულია იყოს ადაპტირებული. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა პირდაპირ აისახება ობიექტის ჩაბარების პროცესზე: მუნიციპალიტეტი ვერ გასცემს ექსპლუატაციაში მიღების ნებართვას, თუ შენობა არ უზრუნველყოფს შშმ პირთა თავისუფალ გადაადგილებას. შესაბამისად, თუ სამშენებლო კომპანია შესაბამისად არ აღჭურავს, მრავალმილიონიანი ინვესტიციით აშენებული ობიექტი შესაძლოა ფუნქციონირების უფლების გარეშე დარჩეს.
პროექტირების ეტაპზე ხშირად ვხვდებით მცდარ მოსაზრებას, თითქოს შშმ პირებისთვის სრულიად საკმარისია ფართო გაბარიტების სტანდარტული სამგზავრო მოდელები და სპეციალური ლიფტის დაყენება არა საჭირო. მაგრამ მარეგულირებელი ნორმები უფრო კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. მაგალითად, საჯარო დაწესებულებების არქიტექტურული სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში აუცილებელია არა ტრადიციული ლიფტი, არამედ კონკრეტულად ეტლით მოსარგებლეებისთვის განკუთვნილი პლატფორმები, რომლებიც ტექნიკურად და ფუნქციურად სრულიად სხვა კატეგორიას განეკუთვნება.
ამ ვიწრო სპეციალიზაციაში საქართველოს ბაზარზე CLC Elevator ამჟამად უპირობო ლიდერია. კომპანიას უთანამშრომლია "საბა ქონსთრაქშენის", "ანაგის” და ქვეყნის სხვა წამყვანი სამშენებლო კომპანიების ათასობით საჯარო თუ კერძო პროექტზე მთელი საქართველოს მასშტაბით. CLC Elevator-ის პორტფოლიოშია ისეთი პროექტები, როგორც ფეხბურთის ფედერაციის შენობა, სიონის კაშხალი, იუსტიციის სახლი, ადვოკატთა ასოციაციის შენობა, თოდუას კლინიკა და სხვ., რომელთა ფარგლებშიც კომპანია სრულად პასუხისმგებელი იყო ტექნიკური გადაწყვეტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. ვერტიკალური ღია პლატფორმები, დახურული ტიპის შშმ ლიფტები, კიბის დიაგონალური ამწე პლატფორმები — თითოეული სპეციალიზებული შშმ ლიფტი მონტაჟდება არა მხოლოდ უშუალოდ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, არამედ პროექტის ინდივიდუალური საჭიროებებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების მკაცრი დაცვით.
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისას, მშენებელი კომპანიისთვის კრიტიკულია პარტნიორმა ლიფტების კომპანიამ არა მხოლოდ ხარისხიანი მოდელები მიაწოდოს, არამედ პასუხისმგებლობა აიღოს მომავალ უსაფრთხო გამოყენებაზე, მათ შორის ინსპექტირებაზეც. შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ პარამეტრებს, რათა გამოირიცხოს საჯარო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის რისკი და დამატებითი ფინანსური ხარჯები ხარვეზების გამოსასწორებლად.
ობიექტის დროული და ხარისხიანი ჩაბარებისთვის გადამწყვეტია კომპეტენტური და სანდო ლიფტების კომპანია, რომელიც კარგად ერკვევა სახელმწიფო რეგულაციებში და შეუძლია სრულიად გადაიბაროს მათი დაკმაყოფილების პასუხისმგებლობა. CLC Elevator-ს საჯარო დანიშნულების ობიექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რაც დამკვეთს აძლევს გარანტიას, რომ შესრულებული სამუშაო კანონთან სრულ შესაბამისობაში იქნება, ხოლო შენობა — რეალურად ადაპტირებული და უსაფრთხო ყველა, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი, ვიზიტორებისთვისაც.
ადაპტირებული გარემოს შექმნა კერძო სფეროში, სამწუხაროდ, კვლავ კეთილი ნების დონეზე რჩება, თუმცა ფართო საზოგადოება ამ საკითხისადმი სულ უფრო მგრძნობიარე ხდება. სწორედ ამ გაზრდილი ყურადღების გამო, საქართველოში გარკვეული პროგრესი შეინიშნება, პირველ რიგში საჯარო სფეროში — სადაც თავისუფალი და კომფორტული გადაადგილების ყველა ადამიანისთვის უზრუნველყოფა აუცილებელი სტანდარტი გახდა, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე საჯარო სივრცის ხარისხსა და მის ლეგიტიმაციას.