შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის, ახლადშექმნილი დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლევან დარახველიძე დაინიშნა. ამ დრომდე მას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ლევან დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან დარახველიძე დღეს წარადგინა. ვახტანგ გომელაურმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლადშექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ლევან დარახველიძე უხელმძღვანელებს

გაეროს ტურიზმის გენ.მდივანი შეიხა ალ ნოვაისი გახდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატორ სტივ დეინსს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
სენატორი სტივ დეინსი საქართველოში ჩამოვიდა, იმისათვის, რომ გააჟღეროს ტრამპისა და რუბიოს მთავარი პრიორიტეტები - აშშ-ის საელჩო
დონალდ ტრამპის წერილიდან მეორე დღეს საელჩომ რაღაც გაუგებარი პოსტი დადო, რაც ტოვებს აღქმას, რომ სურვილი იყო, დაჩრდილულიყო პრეზიდენტ ტრამპის პოზიტიური გზავნილები - შალვა პაპუაშვილი
ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს - ირაკლი კობახიძე
1748626200

1748622660
