სახლის სიმყუდროვე სამზარეულოდან იწყება. ამასთან ერთად, სამზარეულო ყველაზე უკეთ წარმოაჩენს და ახასიათებს სახლის პატრონს, მის გემოვნებას და პრიორიტეტებს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ელექტრომოწყობილობებმა დღეს ბევრი რამ გაამარტივა - მრავალფუნქციური მიქსერები აიოლებს ღვეზელის ცომის, ბისკვიტების, კექსებისა და ტორტების მომზადებას, ბლენდერები - სოუსების, კრემსუპების, სმუზების კეთებას, თანამედროვე ელექტროჩაიდნები ფილტრავს წყალს და რამდენიმე წუთში შეგვიძლია გავუმასპინძლდეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს არომატული ყავითა და ჩაით.

 


რა გვჭირდება იდეალური საუზმისთვის - ჰამბურგერი, სენდვიჩი, ფრანგული კრეპი, ბელგიური ვაფლი, ჩაი, ყავა, თუ სმუზი? ამ ყველაფრის მომზადება შესაბამისი მოწყობილობის შემთხვევაში 10-15 წუთშია შესაძლებელი.

 


დავიწყოთ კრეპის, ან ვაფლის მასის მომზადებით. მათ გამოსაცხობად ელექტრო ბლინის საცხობი ან ვაფლის დასამზადებელი მოწყობილობები დაგვჭირდება, რომელიც თხელ ფრანგულ ბლინებსა და ბელგიურ ვაფლებს 3-4 წუთში აცხობს.

 


ვაფლის საცხობი აპარატში გამომცხვარი ბელგიური ვაფლი შეგვიძლია გავაფორმოთ ხილით, კრემით, თაფლით, თხილეულით, შოკოლადით, ან მხოლოდ შაქრით.

 


ცნობისათვის, ბელგიური ვაფლის აპარატი პირველად, ოფიციალურად ფართო საზოგადოების წინაშე 1958 წელს „ბრიუსელის ექსპო 58“-ზე გამოჩნდა, ამ დღის შემდეგ გაიცნო და შეიყვარა ის მსოფლიომ.

 


რაც შეეხება კრეპებს, მათი ისტორია V საუკუნიდან იწყება: 472 წლის 2 თებერვალს, რომის პაპმა  ფრანგ მომლოცველებს კრეპები შესთავაზა. მათ ის საფრანგეთში წაიღეს. ეს დღე ცნობილია, როგორც Le Jour des Crêpes -კრეპების დღე. ამის შემდეგ, კრეპები მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ბევრისთვის საყვარელ დესერტად იქცა. კრეპს მიირთმევენ - შაქრით, ჯემით, ხილით, შოკოლადით. ამასთან ერთად, ჰოლანდილების მსგავსად შეგვიძლია მოვამზადოთ ჰოლანდიური ბლინი ბეკონით და ყველით.

 


გემრიელი სენდვიჩების მოსამზადებლად ძალიან მოსახერხებელია ელექტრო ტოსტერის გამოყენება. მის გამოგონებამდე პურს მეტალის ბადეში ხუხავდნენ. პირველი ტოსტერის მსგავსი მოწყობილობა შოტლანდიაში XVIII საუკუნეში გამოჩნდა. ტოსტერი, რომელიც მზა გახუხულ პურს ავტომატურად აგდებს, ჩარლზის სტრიტმა 1921 წელს გამოიგონა.

 


რაც შეეხება ბლენდერს, მისი ისტორია XX საუკუნის 20-იან წლებში აშშ-ში იწყება და ის პოლონელ-ამერიკელმა ქიმიკოსმა სტივენ პოპლავსკიმ გამოიგონა. განსაკუთრებით საინტერესოა ბრაზილიელი ვალდემარ კლემენტეს 1944 წელს გამოშვებული Walita Neutron ბლენდერია. 1950-იანი წლების დასაწყისისთვის Walita-მ მილიონზე მეტი ბლენდერი გაყიდა. 1950-იან წლებში კომპანიამ აწარმოა ბლენდერები Siemens-ისთვის, Turmix-ისთვის, Philips-ისთვის და Sears-ისთვის.


 

 


სამზარეულო წარმოუდგენელია ელექტრო ჩაიდნის გარეშე. ელექტრო ჩაიდანი დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნის ბოლოს გამოიგონეს და გასულ საუკუნეში ხდებოდა მისი დახვეწა. რაც შეეხება სასტვენიან ჩაიდანს, ის ლონდონელმა ჰარი ბრემსონსმა შექმნა და პატენტის უფლებები 1923 წლის 6 ოქტომბერს გაყიდა.

 


სამზარეულოს ელექტროტექნიკის ნახვა და შეძენა be.ge-ზე სულ რამდენიმე დაწკაპუნებითაა შესაძლებელი:

 


გაფილტრული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ჩაის და ყავის მოსამზადებლად სცადეთ KITCHENAID-ის ალუმინის კორპუსის, წყლის ფილტრიანი ჩაიდანი, ან KITCHENAID-ის მწვანე ფერის ელექტროჩაიდანი, რომელსაც დაბალანსებული გათბობისა და სითბოს შენარჩუნების სისტემა აქვს, რაც ხელს უშლის წყლის ზედმეტად ადუღებას, ინარჩუნებს გაფილტრული წყლის გემოს და სარგებელს.

 


კრეპებისთვის მოსინჯეთ PRINCESS-ის ბლინის საცხობი მიმწვრობის საწინააღმდეგო ზედაპირით, ბელგიური ვაფლისთვის - ასევე PRINCESS-ის ვაფლის დასამზადებელი მოწყობილობა, რომელსაც მიმწვრობის საწინააღმდეგო საფარი აქვს და მარტივად იწმინდება.

 


KITCHENAID-ის ბლენდერი გამოიყენება განსაკუთრებით მძიმე ინგრედიენტების შერევისთვისაც კი, აქვს უნიკალური ასიმეტრიული უჟანგავი ფოლადის დანა, ხუთი სიჩქარის დონე და პრაქტიკული თვითწმენდის ფუნქცია.

 


KITCHENAID-ის ტოსტერს პურის დაბრაწვის დონის რეგულირების ფუნქცია აქვს. დაბრაწული პური კარაქით, ჯემით, ან თაფლით დღის საუკეთესო დასაწყისია.

 


სცადეთ და გაგვიზიარეთ გამოცდილება!

 


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

(R)