საქართველოს მასშტაბით, სატელიტური მონაცემების საფუძველზე მყინვარული ხეობებში არამდგრადი ფერდობების გამოსავლენად პირველადი შესწავლა განხორციელდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სამუშაოები შვეიცარიულმა კომპანიამ - GEOTEST AG-მა ჩაატარა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 700 920 ევროს ეკვივალენტი ლარში დაიხარჯა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ კვლევის შემდეგ ეტაპზე, კერძოდ, მიმდინარე წელს დაგეგმილია რისკის შემცველი არეალებისთვის დეტალური კვლევების განხორციელება და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები შემუშავება.
„აქვე გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, პოტენციური საფრთხეების გამოვლენის მიზნით მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების ანალიზი და დამატებითი კვლევა“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
შეგახსენებთ, საქართველოში მყინვარული ხეობების კვლევის მასშტაბური პროექტი 2024 წლის აგვისტოში დაიწყო.