ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA) ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს "მასწავლებლების გაძლიერება მწვანე მომავლისთვის: განახლებადი ენერგია და გარემოსდაცვითი განათლება საქართველოს სკოლებსა და მუნიციპალიტეტებში". საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) პროექტის მენეჯერი მატა გორდეზიანი აცხადებს, რომ პროექტი მიზნად ისახავს მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას და მათთვის განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
„ჩვენი საგანმანათლებლო პროექტი „მასწავლებლების გაძლიერება მწვანე მომავლისთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას და მათთვის განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. პროექტი მოიცავს სემინარებს 10 რეგიონში, სადაც მონაწილეები გაეცნობიან განახლებადი ენერგიის წყაროებს, გარემოსდაცვით პრობლემებს და ენერგეტიკული მდგრადობის მნიშვნელობას. პროექტი ასევე მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა განიხილონ ენერგეტიკული პროექტების განვითარების საჭიროებები“.- აღნიშნა მატა გორდეზიანმა.
მატა გორდეზიანი ასევე აცხადებს, რომ პროექტი საქართველოს 10 რეგიონზეა გათვლილი, რომელიც ჯამში 400-მდე მასწავლებელს მოიცავს.
„პროექტი გათვლილია საქართველოს 10 რეგიონზე: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, ლეჩხუმი,რაჭა, სვანეთი, გურია, აჭარა, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი.პროექტი განკუთვნილია 400-მდე მასწავლებლისთვის, რომლებიც სამუშაოდ რეგიონების სხვადასხვა სკოლებში არიან დასაქმებული.ასევე, პროექტი მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივ თვითმმართველობათა წარმომადგენლებთან, რომლებიც მონაწილეობენ ენერგეტიკული პროექტების განვითარებაში. შესაბამისად, პროექტში ჩართულობა მაღალია. მონაწილეები იღებენ აქტიურ მონაწილეობას ტრენინგებში და სემინარებში, რაც უზრუნველყოფს მათი ცნობიერების ამაღლებას და ცოდნის გაძლიერებას “. - აცხადებს მატა გორდეზიანი.
გრედას პროექტის მენეჯერი ასევე მიიჩნევს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მასწავლებლები უფრო მეტად ეფექტურად შეძლებენ განახლებადი ენერგიების შესახებ სწავლების განხორციელებას.
„პროექტის დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ მასწავლებლები უფრო ეფექტურად შეძლებენ განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებას, რაც დაეხმარება მომავალ თაობას სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული მდგრადობის მიმართ. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობის განვითარებას და გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერებას“.- აღნიშნა მატა გორდეზიანმა.