პროექტი ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" არსებულ სამიზნე მუნიციპალიტეტებთან ერთად (გორი, ლაგოდეხი, სიღნაღი, თელავი, ახმეტა, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, შუახევი, ხულო, ხელვაჩაური, მესტია, ჩხოროწყუ, ამბროლაური, ონი, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ხონი, მარტვილი) ქარელის, კასპის, ხაშურის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, დუშეთის, მცხეთის, ახალქალაქის, ახალციხის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
„ახალი სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის პროექტის წარდგენის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ანთაძემ გახსნესს. მათ ხაზი გაუსვეს პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების მნიშვნელობას.
პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თანამედროვე მექანიზმები, მათ შორის, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებისა და ადრეული შეტყობინების სისტემები უნდა დაინერგოს.
მონაწილეებმა თემზე დაფუძნებული რისკის მართვის მნიშვნელობა, პროგრამის ფარგლებში მომზადებული საფრთხის რუკები და განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.
პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობების მიერ, მის განხორციელებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.