მსოფლიო მედიცინა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალო პრეპარატის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატს სწრაფი მოქმედების ეფექტი აქვს, ასევე არ გამოირჩევა რთული გვერდითი მოვლენებით და, შესაბამისად, ქალებს აძლევს საშუალებას, თავი დააღწიონ შვილის გაჩენის შემდგომ დეპრესიას, რაც გარშემომყოფებისა და მათ შორის შვილებისადმი გულგრილ დამოკიდებულებასა და დეპრესიისთვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებში ვლინდება.
ამერიკულ მედიასაშუალებას მოჰყავს 30 წლის ქალის მაგალითი, რომელიც აღწერს, რომ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ არ სურდა სახლიდან გასვლა, შხაპის მიღების მოტივაციაც კი არ ჰქონდა, მუდმივად დაღლილი იყო, ვერ იძინებდა.