პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა.­ ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს.

მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.

ძაღლზე ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი დაიღუპა.