გარდაიცვალა „პირველი არხის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ის არხის საინფორმაციო სამსახურის - "მოამბის" კორესპონდენტი იყო.

“კომერსანტი” მწუხარებას გამოთქვამს გიორგის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად ჟურნალისტების კორპუსს.