რესპუბლიკის მოედნიდან „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების ერთობლივი საპროტესტო მარში იმართება.
აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზა. მათ გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ისმის შეძახილები: “საქართველო”.
დღეს თბილისში რამდენიმე მსვლელობა მიმდინარეობდა, მათ შორის გაიმართა ხელოვანების, რესტავრატორების, საფეხბურთო კლუბების ფანების მარშები. დაგეგმილია ვეტერინარებისა და ცხოველთამოყვარულების მარში.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.
წყარო: ინტერპრესნიუსი