ოკუპირებული ცხინვალის „საარჩევნო კომისიამ“ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები ოქმების 87%-ის დათვლის შემდეგ გამოაქვეყნა. ლიდერობს პარტია „ერთიანი ოსეთი“, მეორე ადგილზეა „ნიხასი, მესამეზე - „სახალხო პარტია“, მეოთხეზე კი „კომუნისტური პარტიაა“.

„ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა: „სახალხო პარტიამ მიიღო 3186 ხმა, 15,41%, კომუნისტურმა პარტიამ – 1472 ხმა, 7,12%, „ერთიანმა ოსეთმა“ – 6267 ხმა, 30,32%, „ნიხასმა“ – 6174 ხმა, 29,93%.

7%-იანი ბარიერი კიდევ სამმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ გადალახა.

ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 72,32% შეადგინა. „საარჩევნო სიაში“ ამომრჩეველთა რაოდენობამ 29 ათასს გადააჭარბა.