მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.

ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს შეიწყალა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ აპირებს ახსნას, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

19 ივნისს მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბერს განაჩენი და დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები.