2025 წელს მსოფ­ლი­ოს მკვლევ­რებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც ათწლე­უ­ლე­ბის და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი იყო. ნა­წი­ლი მათ­გა­ნის ამოხ­სნა ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლებ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის, ნა­წი­ლის კი - სა­კი­თხის ახ­ლე­ბუ­რად გა­და­ხედ­ვის შემ­თხვე­ვა­ში გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მა­გა­ლი­თად, და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ქან­და­კე­ბე­ბის ანა­ლიზ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა, თუ რო­გორ შექ­მნეს მო­ხე­ტი­ა­ლე პო­ლი­ნე­ზი­ე­ლებ­მა რაპა ნუ­ი­ში - ანუ აღ­დგო­მის კუნ­ძულ­ზე ნა­პოვ­ნი მა­სი­უ­რი ქვის თა­ვე­ბი.

პომ­პე­ის შემ­სწავ­ლელ­მა ახალ­მა პრო­ექ­ტმა აღ­მო­ა­ჩი­ნა ქვის კიბე, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ძვე­ლი რო­მა­უ­ლი ქა­ლა­ქის რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­ში დაგ­ვეხ­მა­როს.

მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი­სა და დრო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აერ­ო­ფო­ტოგ­რა­ფი­ის კომ­ბი­ნა­ცი­ამ მკვლე­ვა­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ ახა­ლი ჰი­პო­თე­ზა იდუ­მა­ლი „ხვრე­ლე­ბის ზო­ნის“ წარ­მო­ნაქ­მნის შემ­ქმნე­ლის შე­სა­ხებ - სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 5200 ხვრე­ლის­გან შემ­დგარ სე­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც მი­მო­ფან­ტუ­ლია პე­რუს ან­დებ­ში.

წარ­მო­გიდ­გენთ 2025 წლის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი აღ­მო­ჩე­ნებს.

  • იდუ­მა­ლი მუ­მია

კრიპ­ტა­ში - მი­წის­ქვე­შა კლდე­ში წყლის გა­ჟონ­ვამ ხელი შე­უ­წყო უჩ­ვე­უ­ლოდ კარ­გად შე­მო­ნა­ხუ­ლი ცხედ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, რო­მე­ლიც 1700-იანი წლე­ბი­დან ინა­ხე­ბო­და ავ­სტრი­ის შო­რე­ულ სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში.

მუ­მი­ფი­ცი­რე­ბულ­მა ცხე­დარ­მა, რომ­ლის კანი და ქსო­ვი­ლი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი იყო და სა­ვა­რა­უ­დოდ, მე-18 სა­უ­კუ­ნის მღვდელს ეკუთ­ვნო­და, გა­მო­იწ­ვია სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი მისი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ. გავ­რცელ­და ჭო­რიც, რომ მუ­მი­ას შე­ეძ­ლო ხალ­ხი მო­ე­წამ­ლა.

მას შემ­დეგ, რაც შე­ნო­ბის რე­მონ­ტი და­ი­წყეს, სა­ჭი­რო გახ­და მუ­მი­ის ამო­ღე­ბა და მეც­ნი­ე­რებს მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­და­ე­ღოთ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ძვლე­ბი­სა და ქსო­ვი­ლე­ბის ანა­ლი­ზი და რა­დი­ო­კარ­ბო­ნუ­ლად და­ე­თა­რი­ღე­ბი­ნათ. მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ნეშ­ტი ეკუთ­ვნო­და ფრანც ქსა­ვერ სიდ­ლერ ფონ რო­ზე­ნეგს - არის­ტოკ­რატს, რო­მე­ლიც ბერი იყო, სა­ნამ ბლა­ზენშტა­ი­ნის წმინ­და თო­მას ეკ­ლე­სი­ის სამ­რევ­ლო ვი­კა­რი­უ­სი გახ­დე­ბო­და.

გუნ­დმა არა მხო­ლოდ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ აქამ­დე უც­ნო­ბი ბალ­ზა­მი­რე­ბის მე­თო­დი იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მღვდლის ნეშ­ტის ასე გა­მოშ­რო­ბა­ზე, არა­მედ წა­მო­ა­ყე­ნა ახა­ლი ჰი­პო­თე­ზა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ და ამოხ­სნა მის ნეშ­ტში ნა­პოვ­ნი მი­ნის ობი­ექ­ტის სა­ი­დუმ­ლო.

  • ნავი არ­სა­ი­დან

და­ნი­ის ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნი­ლი ჰი­ორ­ტსპრინ­გის ნავი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იდუ­მა­ლი წარ­მო­შო­ბის ხო­მალ­დად ით­ვლე­ბო­და. არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ხის გემი პირ­ვე­ლად 1920-იან წლებ­ში, მისი ჩა­ძირ­ვი­დან 2000 წელ­ზე მეტი ხნის შემ­დეგ, და­ნი­ის კუნ­ძულ ალსზე, ჭა­ობ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გემი ია­რა­ღით იყო დატ­ვირ­თუ­ლი, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მისი მგზავ­რე­ბი კუნ­ძულ­ზე თავ­დას­ხმას აპი­რებ­დნენ.

ამ დრომ­დე არ არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია გე­მის წარ­მო­შო­ბის ან მას­ზე მყო­ფი პი­რე­ბის შე­სა­ხებ.

თუმ­ცა ახა­ლი ანა­ლი­ზის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ფი­სის ნარ­ჩე­ნებ­ში მო­ჩან­და ადა­მი­ა­ნის თი­თის ანა­ბეჭ­დის ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ ეკი­პა­ჟის წევ­რებს ეკუთ­ვნით.

კი­დევ ერ­თმა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მკვლე­ვარ ერ­ნესტ შეკლტო­ნის გემი, HMS Endurance, არ ჩა­ძი­რუ­ლა სა­ჭის გა­ტეხ­ვის გამო. ის 1915 წელს სტრუქ­ტუ­რუ­ლი დე­ფექ­ტე­ბის გამო ჩა­ი­ძი­რა - და შეკლტონ­მა ამის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ იცო­და.

  • გამ­ყინ­ვა­რე­ბის ხა­ნის არას­წო­რი იდენ­ტი­ფი­კა­ცია

2011 და 2015 წლებ­ში ჩრდი­ლო­ეთ ციმ­ბირ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ტყუ­პი მგლის ლეკ­ვე­ბის კარ­გად შე­მო­ნა­ხუ­ლი ნაშ­თე­ბი. რო­გორც დად­გინ­და, 14 000 წელ­ზე მეტი ხნის წინ ჩრდი­ლო­ეთ ციმ­ბირ­ში ორი მდედ­რი ლეკ­ვის ბუ­ნა­გი ჩა­მო­ინ­გრა და ისი­ნი ხა­ფან­გში მოყ­ვნენ.

„ტუ­მა­ტის ლეკ­ვე­ბის“ მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნეშ­ტე­ბი ცალ-ცალ­კე 2011 და 2015 წლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ლეკ­ვე­ბი იმ­დე­ნად კარ­გად იყო შე­მო­ნა­ხუ­ლი, რომ ისი­ნი დღემ­დე ბეწ­ვით არი­ან და­ფა­რუ­ლი და მათ კუჭ­ში ბოლო კვე­ბის კვა­ლიც აღი­ნიშ­ნე­ბო­და. მკვლე­ვა­რე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ისი­ნი შე­საძ­ლოა მო­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.

თუმ­ცა, გე­ნე­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და ქი­მი­უ­რი ხელ­მო­წე­რე­ბის ანა­ლი­ზის ახა­ლი კვლე­ვა ვა­რა­უ­დობს, რომ ტუ­მა­ტის ლეკ­ვე­ბი მგლის ბოკ­ვე­რე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ არ ჰქონ­დათ კონ­ტაქ­ტი ადა­მი­ა­ნებ­თან.

  • ჩა­ვარ­დნი­ლი არ­მია

რო­დე­საც ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტი 1812 წელს რუ­სეთ­ში შე­იჭ­რა, საფ­რან­გე­თის იმ­პე­რა­ტო­რი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი კა­ცის­გან შემ­დგარ არ­მი­ას მე­თა­უ­რობ­და.

ექ­ვსი თვის შემ­დეგ, მისი ჯა­რის­კა­ცე­ბის ნა­წი­ლი (სა­ვა­რა­უ­დოდ ათი­ა­თა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცი), იძუ­ლე­ბი­თი უკან და­ხე­ვის შემ­დეგ საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და. აქამ­დე მეც­ნი­ე­რე­ბი თვლი­ან რომ ნა­პო­ლე­ო­ნის ჯა­რის მარ­ცხი ბრძლამ, შიმ­შილ­მა და ეპი­დე­მი­ან გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, თა­ვი­დან ჩა­ტა­რე­ბულ­მა გე­ნე­ტი­კურ­მა კვლე­ვამ ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

„ადრე ვფიქ­რობ­დით, რომ ნა­პო­ლე­ო­ნის არ­მია მხო­ლოდ ერთი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბით - ტი­ფით იყო გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი“, - თქვა წამ­ყვან­მა ავ­ტორ­მა, ეს­ტო­ნე­თის ტარ­ტუს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­მა, რემი ბარ­ბი­ე­რიმ.

ბარ­ბი­ე­რის გუნ­დმა გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის კბი­ლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა აქამ­დე უც­ნო­ბი პა­თო­გე­ნე­ბი Salmonella enterica და Borrelia recurrentis. ეს ბაქ­ტე­რი­ე­ბი, იწ­ვევს პა­რა­ტი­ფო­ი­დურ ცხე­ლე­ბას და მო­რე­ცი­დი­ვე ცხე­ლე­ბას, რა­მაც შე­საძ­ლოა ჯა­რის­კა­ცე­ბის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია.

წყა­რო