აქცია რუსთავში - ადგილობრივი მოსახლეობა იაღლუჯის მთასთანაა შეკრებილი. ხალხი ამბობს, რომ წლების წინ მიღებულ მიწის ნაკვეთებს დღემდე ვერ იკანონებენ. მოქალაქეთა მტკიცებით, მათი მიწის ნაკვეთები ახლა სხვა პირების საკუთრებაშია და ქონების გასხვისება უკანონოდ მოხდა.
ხალხს ადგილზე მიტანილი აქვთ დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ შემოღობილი ნაკვეთების თავდაპირველი მფლობელები თავად არიან.
მოსახლეობა აღნიშნული ნაკვეთების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს.
"აქ იყო სამი ქართული სოფელი. მშვენიერი დასასვენებელი ტურ-ბაზები - მოისპო და განადგურდა ყველაფერი. ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენი, ხალხის ნაკვეთები ხომ გაძარცვეს შემოღობილები. ტრანსპორტი დადიოდა, საბაგირო დაანგრიეს და მერე ამ ხალხს ეს ნაკვეთები გაუყიდეს. ახლა ეუბნებიან, რომ არ არის თქვენიო. აი საბუთები, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ნაკვეთი არის ჩემი. არის მოდავე მეორე მხარე , რომელიც ამბობს მე ვიყიდეო. ვინ მიყიდა ამის გაგებას რა უნდა. ჩვენ სახელმწფიო გვაქვს საერთოდ თუ რა ქვია საერთოდ," - ამბობს ერთ-ერთი ნაკვეთის მეპატრონე.