მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი - Arcturus-ი XBB.1.16 უკვე 29 ქვეყანაში დადასტურდა და ის ომიკრონის ახალი ქვევარიანტია. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ინდოეთში დაფიქსირდა და ის უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კოვიდის სხვა ქვევარიანტები. Mirror-ის ცნობით, ინდოეთის რეგიონებში ნიღბების ტარება აღადგინეს.
სიცხისა და ხველების ტიპურ სიმპტომებთან ერთად, ახალი ვირუსის შემთხვევაში ადამიანებს თვალის სიწითლე, ქავილი და კონიუნქტივიტიც აღენიშნებათ.
კვლევებმა აჩვენა, რომ Arcturus შეიძლება 1.2-ჯერ უფრო ინფექციური იყოს, ვიდრე კრაკენის ვირუსი.
მიუხედავად იმისა, რომ Arcturus-ი უფრო ადვილად ვრცელდება, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მან შეიძლება მოჰყვეს რაიმე სერიოზული გართულება.