რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „რომა ჯელატოს“ დამფუძნებელმა თამუნა უდესიანმა კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოთხოვნა ყველაზე მეტად დიაბეტურ და ნაკლებად კალორიულ ნაყინებზეა, რის გამოც კომპანია ასორტიმენტს წელს ამ მიმართულებით გააფართოებს.

მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა გაცილებით მაღალია დიაბეტურ და ნაკლებად კალორიულ ნაყინზე, ამას გვიჩვენებს არსებული ტენდენცია. შესაბამისად, ჩვენ ვაფართოებთ ამ კუთხით ჩვენს ასორტიმენტს, უფრო კონკრეტულად, ჯელატოს მიმართულებით გვექნება ახალი სახეობები. პრინციპში ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე სახეობა, თუმცა უფრო გავაფართოებთ ასორტიმენტს.

გარდა ამისა, ვამატებთ ერთ ობიექტს მიმდინარე წელს და სულ ჯამში უკვე 5 ფილიალით ვიქნებით წარმოდგენილები“, - ამბობს თამუნა უდესიანი.