რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება 2026 წლის ბოლომდე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე პირობით, მათ შორის დონბასზე სრული კონტროლის დამყარებით. ამის შესახებ Bloomberg იუწყება კრემლის წყაროზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, სულ უფრო მეტი დასავლელი ანალიტიკოსი თვლის, რომ უკრაინამ მოახერხა ომის მიმდინარეობის შეცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ადრე ქმნიდა ილუზიას, რომ ის დაუნდობლად ავიწროებდა უკრაინას, ახლა ვლადიმერ პუტინის რიტორიკაც კი შეიცვალა.