2026 წლის 21 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით 400 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 5.9 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება სინდიკაციის მეთოდით პირველად განხორციელდა. სინდიკაციის პროცესში ინვესტორთა მხრიდან მკვეთრად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი გამოხატეს, როგორც რეზიდენტმა, ისე არარეზიდენტმა ინვესტორებმა, რის შედეგადაც მთლიანმა მოთხოვნამ 1.8 მილიარდ ლარამდე შეადგინა და გამოსაშვებ მოცულობას 4.5-ჯერ გადააჭარბა. რაც შეეხება კუპონის განაკვეთს, აღნიშნული 9%-ის დონეზე განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ გამოშვება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული, სახაზინო ფასიანი ქაღალდების წლიური წმინდა ზრდის მთლიანი მოცულობის ფარგლებში განხორციელდა.
ემისიაში განთავსების ერთობლივი მენეჯერების (Joint Lead Managers) როლი წამყვანმა ადგილობრივმა საინვესტიციო ბანკებმა — სს „გალთ ენდ თაგარტმა“ და შპს „თიბისი კაპიტალმა“ შეასრულეს.
მთავარი ფინანსური მაჩვენებლები:
- ემისიისმოცულობა: 400,000,000 ლარი
- ვადიანობა: 5.9წელი
- მოთხოვნისგადაფარვის კოეფიციენტი (Bid-to-Cover): 4.5x
- კუპონისგანაკვეთი: 9%
- ერთობლივიმენეჯერები: გალთ ენდ თაგარტი & თიბისი კაპიტალი
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს