ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობა, ბიომრავალფეროვნების შემცირება  – ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც დღესდღეობით დედამიწა დგას.

ჯანსაღი გარემო ყველაზე კარგი მემკვიდრეობაა, რაც კი შეიძლება, რომ მომავალ თაობას გადავცეთ.

კომპანია ესკო-ესის პრინციპი,  შექმნის დღიდან  მომხმარებლისთვის ეკომგრძნობიარე, კომფორტული და ხარჯთეფექტიანი საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს შექმნაა. დღეს ესკო ესი მდგრადი ინჟინერიის სფეროში მოწინავე  კომპანიაა, რომელიც თავისი არსებობის 15 წლის განმავლობაში ,  სტაბილურად ახორციელებს საინჟინრო საქმიანობას, რაც მოიცავს თბოტექნიკური და სამოქალაქო ინჟინერიის  განხორციელებას,  ზედამხედველობას და პროექტის მართვის  სერვისებს .  ყველა ტიპის საცხოვრებელი, კომერციული,  საჯარო თუ ინდუსტრიული შენობა- ნაგებობების  პროექტებისათვის.

კომპანიის მიდგომები თანამედროვე  მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებს და „მწვანე  მომავლის “გამოწვევებს  ემყარება.

ჩვენი რეალობა და მთავარი გამოწვევა ამ სფეროში ცოდნის სიმცირეა. შესაბამისად ძალიან ცოტაა კვალიფიციური სპეციალისტი. ( როგორც „თეთრსაყელოიანი“, ისე  „ცისფერსაყელოიანი“ ) შეაბამისად კომპანია ესკო ესმა შექმნა  პროექტი  - მწვანე მომავალი: გარემოსდაცვით განათლება! -  პროფესიული უნარების განვითარების  მიზნით.

რა არის პროექტის შინაარსი და მთავარი ამოცანა :  საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვა -განხორციელება.

საგანმანათლებლო -შემეცნებითი საინფორმაციო ტური მისივე შექმნილი ნულოვანი ემისიის საწარმოში „სიდრის კლუბში“  ბაზალეთზე.  ესკო-ესის ინიციატივით და ხელშეწყობით დაიწყო  მწვანე გაკვეთილები  12 – 25 წლის  ასაკობრივი სეგმენტისთვის.

ეს არის  ღია გაკვეთილები სადემონსტრაციო , ნულოვანი ემისიის მწვანე საწარმოში. ( მწვანე ინჟინერიის ცენტრი ) ესკო-ესის მიერ ინიცირებული პროექტი მიზნად ისახავს წიგნიერების გაღრმავებას გარემოსდაცვით საკითხებში.

რაშიც მნიშვნელოვნად გვეხმარება ვიზუალური მასალა და  ვიდეო გაკვეთილები და გაკვეთილის დროს საგანგებოდ იმიტირებული საწარმოო პროცესი.

რომელიც ხორციელდება მოქმედ საწარმოში. ძალიან მალე მზად იქნება სპეციალური ინლაინ პლატფორმა, იმ პირებისთვის , ვისაც სურვილი აქვს შეაფასოს საკუთარი პოტენციალი მწვანე უნარ-ჩვევებში.

ჩვენ შევქმენით  მოქმედ და წარმატებულ წარმოებაზე დაფუძნებული  ცოდნის კომერციალიზაციის პრეცენდენტი.  ანუ,  ისწავლე დღეს შენ და ასწავლე ხვალ სხვას  .

ახალგაზრდები  ხდებიან  პოზიტიური ცვლილებების აქტიური აგენტები, აღჭურვილები საჭირო ცოდნითა და უნარებით რთული გარემოსდაცვითი საკითხების  გასაგებად.

კომერციული გაკვეთილებს  ატარებენ დარგის ექსპერტები  ( მათ შორის უცხოელებიც ) და მაღალი კვალიფიკაციის

პედაგოგები.

კომერციული  „მომავლის  გაკვეთილები “ არ არის ტიპური ბიზნეს- ქეისი. ეს არის ბიზნესი რომელიც ყიდის ცოდნას.

escos.ge