„მეტროპოლი“ უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ექსპოზიციაზე, CITYSCAPE GLOBAL 2024-ზე წარდგა. საუდის არაბეთში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტორები იყვნენ შეკრებილი, ქართულმა კომპანიამ მიმდინარე პროექტები ჩაიტანა და პოტენციურ პარტნიორებს სამომავლო ხედვებიც გააცნო. შუა აზიის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში დეველოპერები, სხვადასხვა კომპანია, ტექნოლოგიური ნოვატორები და უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები სამშენებლო სექტორში მიმდინარე ტენდენციებსა და მომავლის კონცეფციებზე მსჯელობდნენ. სტუმრებს საკუთარი პროექტები წარუდგინამეტროპოლმა“.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლისგენერალური დირექტორის მოადგილე: „CITYSCAPE GLOBAL მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოფენაა უძრავი ქონების სექტორში, სადაცსაერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იკრიბებიან. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წელს ამ ღონისძიებას ჩვენც დავსწრებოდით დამეტროპოლისპროექტები ამჯერად საუდის არაბეთში ჩაგვეტანა.

საგანგებოდ მოწყობილ სტენდთან დაინტერესებულ პირებს საქართველოში უძრავიქონების ბაზრის პოტენციალი გავაცანით და თანამედროვე ტენდენციებისა დამიდგომების შესახებ გავუზიარეთ ინფორმაცია, რომელსაცმეტროპოლისსაქმიანობაეფუძნება. The future of living - ეს იყო რიადში გამართული ექსპოზიციის მთავარი თემა დაჩვენც, როგორც კომპანიამ, რომელიც მომავლის ხედვით ხელმძღვანელობს, ღონისძიებაზე ღირსეული ადგილი დავიკავეთ.

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის კუთხით, მიმდინარე წლის შემოდგომასაკმაოდ დატვირთული იყომეტროპოლისათვის“. ორი კვირის წინ ვსტუმრობდითერევანს, ამჯერად კი ჩვენი მასპინძელი საუდის არაბეთის დედაქალაქი იყო. ორივეშემთხვევაში, როგორც ჩვენი კომპანიის, ისე, ზოგადად, ქართული დეველოპერულისექტორი და საქართველოს საინვესტიციო სივრცე ძალიან საინტერესო აღმოჩნდადამსწრე საზოგადოებისათვის. მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ მსგავსიგავლენიანი პლატფორმებიმეტროპოლისპროექტების, ასევე ქვეყნისპოპულარიზაციისა და B2B კავშირებისათვის“.

CITYSCAPE GLOBAL 2024-ის 400-ზე მეტი მონაწილე შუა აზიის ყველაზე დიდ ქვეყანაში გამართულ ღონისძიებას ოთხი დღის განმავლობაში ესწრებოდა. 11-14 ნოემბრის პერიოდში რიადი უძრავი ქონების სექტორის შეკრების მთავარ ლოკაციად იქცა. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 200 ათასზე მეტი სტუმარი 22 ქვეყნის სტენდთან უძრავი ქონების პოტენციალს გაეცნო. ჯამში, 500-ზე მეტი მიწვეული სპიკერი განახლებადი ენერგიის, მდგრადი განვითარების, ინოვაციებისა და თანამედროვე არქიტექტურული სტილის შესახებ საუბრობდა.

ინოვაციური დიზაინის, ეკოლოგიის, ენერგოეფექტურობისა და ურბანული განვითარების საკუთარი მიდგომები გააცნო ბიზნესპარტნიორებს, აგენტებსა და ექსპოზიციის დამთვალიერებელს მეტროპოლმა“.

კომპანია სტუმრებს საქართველოში უძრავი ქონების განვითარების პოტენციალზე ესაუბრა. აქცენტი გაკეთდა ტურიზმზე ორიენტირებულ რეგიონებში დეველოპერული ბიზნესის განვითარების პოტენციალსა და ინვესტიციების სიმარტივეზე.

საერთაშორისო გამოფენაზე კომპანია თბილისსა და ბათუმში მიმდინარე ექვსი პროექტით წარდგა. თითქმის დასრულებულია ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე მეტროპოლბაგები“. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ. რეკრეაციული გარემო დაპანორამული ხედები კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით გამორჩეული პროექტია მეტროპოლ ქავთარაძე“. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს აერთიანებს, 534 აპარტამენტით. ტერიტორიაზე, დასასვენებელთან ერთად, გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.

კიდევ ერთი მისამართიმეტროპოლისრუკაზე ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული უბანი ორთაჭალაა. თბილისის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი მეტროპოლ ორთაჭალა ორ მრავალსართულიან კორპუსს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებსა და სოციალიზაციის სივრცეებს გააერთიანებს.

კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტებია ბათუმის მეტროპოლ ოვალი და მეტროპოლკუბი“, რომლებიც Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. საერთაშორისო ბრენდი მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის საქართველოში შემოყვანის ექსკლუზივიცმეტროპოლსეკუთვნის. ზღვისპირა ქალაქის ორივე პროექტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. „მეტროპოლ ოვალი“ Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია კატეგორიაშისაუკეთესო პრემიული უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში“. მეტროპოლ კუბისთვისკი კომპანიამ International Property Awards-ისჯილდო მიიღო კომპლექსურ ნომინაციაში Mixed-Use Development for Georgia. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 17 ოქტომბერს გაიმართა.

ასევე ბათუმშია კიდევ ერთი პროექტი პარალელი - მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ხელსაყრელი მდებარეობით. ზღვისპირა ქალაქის შუაგულში, აბუსერიძის ქუჩაზე, განთავსებული კომპლექსი პანორამული ხედებით გამოირჩევა.

--

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსისმეტროპოლ ბაგების“, „მეტროპოლ ქავთარაძისადამეტროპოლ ორთაჭალასმშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კიმეტროპოლ კუბიდამეტროპოლ ოვალიშენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტისპარალელისმშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

მეტროპოლისმშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.