საქართველოში, რუსი ტურისტების მიერ საახალწლო ჯავშნების (28 დეკემბერი - 12 იანვარი) რაოდენობა 75%-ით გაიზარდა, ამის შესახებ გამოცემა Островок წერს.

აღნიშნული მაჩვენებელი საზღვარგარეთის მიმართულებების საერთო ზრდას 31%-ით აჭარბებს, ანუ საქართველო რუსი ტურისტებისთვის Top5 ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებში შედის. საქართველო პოპულარობის მხრივ მხოლოდ ბელარუსს, თურქეთს, ტაილანდსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ჩამორჩება.

FSБ-ის სასაზღვრო სამსახურის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 1.1 მილიონი რუსი მოგზაური მიიღო,რაც წინა წლის მაჩვენებელზე 20.5%-ით მეტია. გამოცემა საქართველოს მიმართ გაზრდილ ინტერესს უვიზო მიმოსვლასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას უკავშირებს. ანალიტიკოსების თქმით, Азимут-ისა და Red Wings-ის საშუალებით მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტი ახალი მარშრუტი გამოჩნდება.

ახალი წლის არდადეგებზე საქართველოში ღამის გატარება რუსებს საშუალოდ 7.3 ათასი რუბლი უჯდებათ, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.