ჯერ კიდევ მარტში გენერალურმა პროკურორმა კრასნოვმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის მონაწილეები უჩიოდნენ, რომ დაჭრილებს კომპენსაციებსა და სახელმწიფო ჯილდოებს დაგვიანებით უხდიდნენ. მედვედევმა მაშინ განაცხადა, რომ ამ საკითხზე არ გაჩუმებულიყვნენ და „ხალხს სამართლიანად მოქცეოდნენ.’’

,,ხელისუფლება პატიოსნად უნდა მოეპყროს სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც თანხის მიუღებლობის წინაშე აღმოჩნდნენ. პრობლემები არ უნდა დაიხშოს.’’- განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა.

 

ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი. როცა რეგიონში ჩავდივარ, გამგებლები ყოველთვის მახსენებენ, როგორ ვითარდება მოვლენები ამ მიმართულებით და რა პრობლემებია. პრობლემები ნამდვილად არის. და არ არის საჭირო იმის თქმა, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა და ყველამ მიიღო თანხა და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები, როგორც ადამიანებთან, ასევე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

 

სამხედროების ჩივილების შესახებ რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა.სამწუხაროდ, ვიღებთ სიგნალებს სპეცოპერაციის მონაწილეების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების უფლებების დარღვევის შესახებ. ეს სიგნალები ბევრია“, - აღნიშნა მან.

 

იმავე თვეში, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პროკურორებს დაავალა დაუყოვნებლივ გაეცათ პასუხები სპეცოპერაციის მონაწილეთა საჩივრებზე და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოთ სამხედრო პერსონალის უფლებების დაცვისთვის. პუტინმა აღნიშნა, რომ სიცოცხლის რისკის ფასად, სამშობლოს წინაშე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ სახელმწიფო მფარველობს.