თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მეტროსადგურ „გურამიშვილამდე“ მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და პირიქით. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მგზავრთა მომსახურება.