მერაბ აბრამიშვილის "შავი ავაზა" ბონემის აუქციონზე 47 ნამუშევარს შორის ყველაზე მაღალ ფასად გაიყიდა - ინფორმაციას ამის შესახებ „ბაია გალერეა“ ავრცელებს.
„2023 წლის 5 ივლისს ლონდონის ბონემის აუქციონზე „ბრიტანული და ევროპული ხელოვნება“ წარმოდგენილი იყო მერაბ აბრამიშვილის ოთხი ნამუშევარი - ევროპული კოლექციიდან. მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები საერთაშორისო აუქციონებზე მონაწილეობს 2014 წლიდან. სულ წარდგენილი იყო 47 ნამუშევარი. ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა გუშინ - ბონემის აუქციონზე - „შავი ავაზა“: € 89,630 (£ 76,600) მერაბ აბრამიშვილი - მაღალი ინვესტიციური ინდექსი! მხატვარს წარმოადგენს „ბაია გალერეა““- ნათქვამია გალერეის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.