მეხანძრე-მაშველებს სამთო-სამაშველო სწავლება ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, პოლონელმა ინსტრუქტორებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები საბაგიროზე სამაშველო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით გადაამზადეს. ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
სამთო-სამაშველო სწავლება ორგანიზაცია - „ICAD”-ის მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას.