ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის - მარ­ბურ­გის ცხელების გავრცელების არეალი შესაძლოა გაიზარდოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილების მიხედვით, მსოფლიო ამ ვირუსის ეპიდემიის წინაშე დგას. ,,ჯანმოს’’ გაფრთხილების შემდეგ ყაზახეთმა აეროპორტებში მგზავრებისთვის ტემპერატურის გაზომვა დაიწყო. საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრებს საზღვარზე უკონტაქტოდ უზომავენ სიცხეს.

ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები სექტემბერში რუანდაში დაფიქსირდა. 29 სექტემბრისთვის რუანდაში დაავადების 26 შემთხვევა აღირიცხა. რვა ინფიცირებული გარდაიცვალა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­შუ­ა­ლოდ, მარ­ბურ­გის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ანთა ნა­ხე­ვა­რი იღუ­პე­ბა. ვირუ­სი პირ­ვე­ლად 1967 წელს გა­მოვ­ლინ­და. მა­შინ გერ­მა­ნი­ა­სა და სერ­ბეთ­ში 31 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 7 გარდაიცვალა. 

 

მარბურგის ცხელების ინკუბაციური პერიოდი 2-დან 21 დღემდე მერყეობს და სიმპტომები მოიცავს სხეულის ტემპერატურის მკვეთრ მატებას, ძლიერ თავის ტკივილს, მძიმე სისუსტეს და კუნთების ტკივილს. ფატალურ შემთხვევებში, სიკვდილი ინფიცირებიდან მე-8, მე-9 დღეს დგება, რასაც წინ უძღვის ძლიერი სისხლის დაკარგვა და შოკი. 

ვირუსის მატარებლები არიან აფრიკული მწვანე მაიმუნები და ღორები, ასევე ეგვიპტური ღამურა. ვრცელდება წვეთოვანი გზით, დაინფიცირებულ ადამიანთან ახლოს კონტაქტით.