მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10 მილიონამდეა, რაც ნიშნავს რომ მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი ონკოლოგიური პაციენტი იყო. გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორისაა სარძევე ჯირკვლის, ფილტვის, მსხვილი და სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბო. ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის კუთხით მათ ადრეულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი როლი ენიჭება. ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალება კი რადიოლოგიური კვლევები, კერძოდ მთლიანი სხეულის რადიოლოგიური გამოკვლევაა, რის შესაძლებლობასაც „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიური დეპარტამენტი და მისი უახლესი აპარატურა იძლევა.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ უახლეს 3T მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე, მის შესაძლებლობებსა და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის კუთხით მთლიანი სხეულის გამოკვლევის მნიშვნელობაზე „კომერსანტი“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგ ნათია კბილაშვილს ესაუბრა.

რა უპირატესობები აქვს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალ ტომოგრაფს სხვა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფებთან შედარებით?

ნათია კბილაშვილი, რადიოლოგი: „ნიუ ჰოსპიტალსის" რადიოლოგიურ დეპარტამენტს Siemens-ის უახლესი, 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი MAGNETOM Vida შემოემატა, რომლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა - 70% -ით შემცირებულ დროში გამოსახულების უმაღლესი ხარისხით მიღებაა, რაც უმცირესი დეტალების ვიზუალიზაციას ხდის შესაძლებელს.

ახალი აპარატით რა ტიპის კვლევების გაკეთებაა შესაძლებელი?

ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ სხეულის ნებისმიერი უბანი, ორგანო და ორგანოთა სისტემები, მაგ.: თავის ტვინი, ხერხემალი, სახსრები, შუასაყრის, მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოები და მივიღოთ ინფორმაცია მათი სტრუქტურული მდგომარეობის შესახებ. ჩვენი ტომოგრაფის საშუალებით შესაძლებელი ხდება დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენა განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.

რა ინფორმაციის მიღება შეიძლება სხეულის მთლიანი გამოკვლევის შედეგად?

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რადიოლოგიურ კვლევებს შორის, ყველაზე ინფორმატიული მეთოდია. ის ძლიერი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების საშუალებით ორგანიზმის შიგნით არსებული მდგომარეობის დეტალურ გამოსახულებას ქმნის, სხვადასხვა რეჟიმების გამოყენებით საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ განსხვავება ნორმალურ და პათოლოგიურ ქსოვილებს შორის.  დავადგინოთ პათოლოგიური კერის ხასიათი, მისი ლოკალიზაცია და ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ კოლეგებს პათოლოგიური პროცესის გავრცელების შესახებ. ჩვენ ვიკვლევთ არა მარტო ცალკეულ ორგანოებს და ორგანოთა სისტემებს, არამედ მთლიან სხეულს. დაახლოებით 30-40 წუთში შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია მთლიან სხეულში არსებული მდგომარეობის შესახებ.

რა მნიშვნელობა აქვს მთლიანი სხეული გამოკვლევას ადრეული დიაგნოსტირებისა და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის კუთხით?

მთლიანი სხეულის კვლევა გამოიყენება როგორც ონკოლოგიურ პაციენტებში, ონკოლოგიური პროცესის გავრცელების შეფასების მიზნით, ასევე ჯანმრთელ ადამიანებში ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის კუთხით.

როგორც ვიცით, ონკოლოგიური პათოლოგიები საკმაოდ გავრცელებულია. ჩვენს ქვეყანაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემდეგ, ონკოლოგიური პათოლოგიებით სიკვდილიანობას მეორე ადგილზეა. ამიტომ, სიმსივნისა და ადრეული მეტასტაზირების გამოვლენა თანამედროვე კლინიკური მედიცინის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კვლევის რამდენად უსაფრთხო მეთოდია (ბავშვებში, ორსულებში) და როგორია თქვენი რეკომენდაცია - ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციის კუთხით, რამდენად რეკომენდებულია ასეთი კვლევის ჩატარება?

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კვლევის სრულიად უსაფრთხო მეთოდია. ის შეიძლება გამოვიყენოთ ჩვილ ბავშვებსა და ორსულებში, შესაბამისი ჩვენების შემთხვევებში. მაგნიტურ-რეზონანული კვლევა შესაძლებელია ჩავიტაროთ იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის საჭიროება იქნება. აქედან გამომდინარე, ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციის კუთხით სასურველია, რომ ეს კვლევა ჯანმრთელმა ადამიანებმაც ჩაიტარონ, თუ შესაბამისი რისკ-ფაქტორები არსებობს.