მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოციგურავეებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ სპორტულ წყვილებში ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
საქართველოსთვის ეს ისტორიული შედეგია - ქვეყნის პირველი მედალი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინამ და ბერულავამ მეორე ადგილი დაიკავეს.

საფინალო პროგრამის შედეგად ოქროს მედალი იაპონელმა წყვილმა მოიპოვა, ბრინჯაო კი გერმანიას ერგო.