ჩრდილოეთ ლონდონის გულში, ფინსბერის პარკში ნათელი და ყვითელი წარწერით Yum Bug რესტორანს წააწყდებით. რესტორანი მხოლოდ ატმოსფეროთი არ გამოირჩევა. განსაკუთრებულ ყურადღებას მისი მენიუ იმსახურებს, რომელიც მწერებისგან დამზადებულ საკვებს გთავაზობთ. Yum Bug პატარა მყუდრო რესტორანია, რომელიც ერთდროულად 20 პერსონას ემსახურება. ნათელი ინტერიერი მშვიდ ფონსდა ატმოსფეროს ქმნის.

 

განსხვავებული მენიუს რესტორნის გახსნის იდეა 2018 წელს ორ ახალგაზრდა მეგობარს გაუჩნდა. ლეო ტეილორისა და აარონ თომასის სურვილი იყო იმის ჩვენება, რომ მწერების საკვებად გამოყენება ხელს შეუწყობს უფრო ჯანსაღი, უფრო მდგრადი კვების სისტემის შექმნას. 

მწერების გამრავლება ბევრად მარტივია. ფაქტია, რომ ტრადიციული მეცხოველეობისგან განსხვავებით, მწერებიფერმაში გამრავლება გაცილებით ნაკლები აირების გამოყოფას მოითხოვს. მწერებით მომზადებული საკვები კი 50% მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე საქონლის ხორცი. ამასთან, ისინი აწარმოებენ 80-ჯერ ნაკლებ მეთანს და 8-12-ჯერ ნაკლებ ამიაკს, ვიდრე პირუტყვი.

 

მათი ზიანი გარემოზე ბევრად ნაკლები, რომ არის ეს უდაოა, თუმცა შეუძლია თუ არა პრობლემური იმიჯის მქონე პროდუქტმა მოიზიდოს ვიზიტორები? შეიძლება, სწორედ ამ ფაქტის გამო რესტორანი მცირე ზომისაა და მხოლოდ 20 კაცზეა გათვლილი. აქ საჭმელს მცირე ულუფებით მიირთმევენ. განსაკუთრებით რეკომენდებულია სამი საფირმო კერძის გასინჯვა. მათ შორის არის თაფლში გამომცხვარი ჭრიჭინები, რომლის ზომაც ოდნავ აღემატება ბრინჯის მარცვლის ზომას.