ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 30-მდე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია. ესენია ორი თემის, ჩოლურისა და ლაშხეთის სოფლები.

როგორც ლენტეხის მერიასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადეენ, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ცდილობენ დამატებითი ტექნიკის მობილიზებას, რათა საავტომობილო მიმოსვლა უმოკლეს ვადებში აღდგეს. 

ცნობისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, საყდრის ხიდის მიმდებარედ მდინარიე ადიდდა, წყალი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა და უსაფრთხოების მიზნით,  ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.