საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები ჩატარდა. GCCA-ის წარმომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N მე-3 და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში იმყოფებოდნენ.
სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსწავლეებთან ერთად, დეტალურად განიხილეს მომხმარებლის უფლებები როგორც ონლაინ, ისე ადგილზე შეძენისას, დარღვეული უფლებების აღდგენის მექანიზმები და კონკურენციის როლი მომხმარებლის ინტერესების დაცვაში.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. პრაქტიკული მაგალითების დახმარებით, ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს ჯანსაღი კონკურენცია სამართლიანი ბაზრის ფორმირებას.
პროექტს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს