იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო „სტადიო მარადონაზე“ გადასცეს.
საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ 5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„ნაპოლიდან“ საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიიღო – ლუჩანო სპალეტიმ, საუკეთესო მცველის - კიმ მინ-ჯემ და საუკეთესო თავდამსხმელის - ვიქტორ ოსიმენმა.