საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, – ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კლუბის ცნობით, ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში ჩატარდა.
„ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევა კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში განხორციელდა. ფეხბურთელი ახლა რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს“, – ნათქვამია „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ განცხადებაში.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ქართველი ფეხბურთელის რეაბილიტაცია და როდის შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას.
1tv.ge