Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია, როგორ ჩანს, „ნაპოლის“ 2025 წლის ივლისამდე არ დატოვებს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბი მზად არის, კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რომელიც 2029 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

ხვიჩას ამჟამინდელი ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს იწურება.

ცნობისთვის, კვარაცხელიას საორიენტაციო სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა.