1 იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც დასაშვებია სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილება საავტობუსე ზოლში - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა მისი თქმით კერძო თუ საჯარო სკოლას შეუძლია მიმართოს მუნიციპალიტეტს, მიაწოდოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების და მათი რაოდენობის შესახებ, შეათანხმოს ვიზუალი აღნიშნული ტრანსპორტის და ამის შემდეგ უზრუნველყოს სკოლის ტრანსპორტის გადაადგილება საავტობუსე ზოლში.
„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და არ დავიწყებ იმის ახსნას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პატარების გადაადგილება და ისინი არ იდგნენ საცობში და გამოიყენონ საავტობუსე ზოლები. ყველა სკოლას, როგორც საჯარო, ისე კერძოს შეუძლია ამ ყველაფრის გამოყენება. მოგვმართეთ და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით, იმაში, რომ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც პატარები გადაადგილდებიან შევათანხმოთ და შეძლოთ საავტობუსე ზოლის გამოყენება“ - აღნიშნა კახა კალაძემ.