საქართველოს მთავრობის განკარგულების (N1016) საფუძველზე, კახეთის რეგიონში ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან (კოღო) ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ტერიტორიებს,  სადაც უხვი ნალექის გამო კოღოს რაოდენობის მკვეთრი ზრდა აღინიშნება, სპეციალიზებული ტექნიკის  გამოყენებით და თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს.

ღონისძიებები გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, თელავის, ყვარლის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე,  4 ათას ჰექტარზე  მეტი ფართობია უკვე დამუშავებულია. შეწამვლის სამუშაოები დაგეგმილია 16 ათასამდე ჰექტარზე“ - ნათქვამია ინფორმაციაში.