საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე პორტუგალიის ნაკრების დამარცხებას ქართველ გულშემატკივარს სოციალური ქსელით ულოცავს.

,,ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას.

საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ ამდენ ბედნიერ ადამიანს, თქვენ ეს დაიმსახურეთ.

ისტორიის წერას ვაგრძელებთ! ჩვენ აქ ვართ და შევხვდებით მერვედფინალში'',- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.