ფინანსურად დატვირთული საახალწლო პერიოდის შემდეგ TBC და VELI.store მომხმარებელს ერთობლივ ქეშბექ აქციას სთავაზობს, რომელიც ბიუჯეტის სწორად მართვაში დაეხმარება.
24 იანვრის ჩათვლით, ველიზე თიბისის სტანდარტული განვადებით სარგებლობისას მომხმარებელი ანგარიშზე ქეშბექის სახით 50 ლარის ოდენობით თანხის დაბრუნებას შეძლებს. განვადებით სარგებლობისთვის შეკვეთის მინიმალური ღირებულება 100 ლარია, თანხის განაწილება კი სასურველ 0-6 ან 7-12 თვემდეა შესაძლებელი.
სასურველი ნივთების შერჩევა ველის ნებისმიერი კატეგორიიდანაა შესაძლებელი.
ტექნიკა
ტექნიკის კატეგორიაში VELI.store მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. პლატფორმაზე არსებული 14 ქვეკატეგორია აერთიანებს მსხვილ და წვრილ, საყოფაცხოვრებო, სამზარეულო, მობილურ, გეიმინგ, თავის მოვლის და სხვა ტექნიკას, რაც ნებისმიერი საჭიროების მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის პოვნას ამარტივებს. ველიზე აღმოაჩენ ისეთ გლობალურ ბესტსელერ ბრენდებს, როგორიცაა Apple, Samsung, Sony, JBL, Dyson, Philips, Panasonic და სხვა.
სილამაზე & მოვლა
თავის მოვლა ზოგიერთი ადამიანისთვის რუტინაა, ზოგიერთისთვის ჰობი, ზოგისთვის კი დასვენების საშუალებაა. VELI.store-ის კატეგორიაში - სილამაზე & მოვლა, რომელიც სახის კანისა და სხეულის, ასევე პირის ღრუს, თმისა და ჰიგიენურ მოვლის საშუალებებს მოიცავს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს თავის მოვლის პროდუქტები მისი პირადი რუტინის მიხედვით. Soskin,La Roche-Posay, Vichy, Olaplex, Benefit და სხვა პრემიუმ ბესტსელერი ბრენდების შეძენა ველიზე თიბისის განვადების აქციის ფარგლებში შეგიძლია.
სახლი & ეზო
ველის კატეგორიაში სახლი & ეზო შეხვდები ნივთებს სამზარეულოსთვის, მცირე ავეჯს ეზოსა და ვერანდისთვის, აქსესუარებსა და დეკორაციებს, ორგანაიზერებს ყოველდღიურობის გამარტივებისთვის - ყველაფერს ერთ სივრცეში სახლის სიმყუდროვისთვის. ასორტიმენტი თანამედროვე დიზაინის ათასობით პროდუქტს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ბრენდების კოლექციებით იქმნება და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს ერგება.
ავტო & მოტო
ავტომობილის მოვლა მძღოლებისთვის ხშირად დამატებით დროის რესურსს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, კომფორტული შოპინგისთვის VELI.store-ის ავტო & მოტო კატეგორია უამრავ საჭირო ნივთს აერთიანებს მანქანის მფლობელებისა და მათი მგზავრებისთვის, რომლის შეძენაც სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. წამყვანი ბრენდის აკუმულატორებს, ძრავის ზეთებს, თოვლის ჯაჭვებს და ავტო თუ მოტო ტრანსპორტისთვის საჭირო სხვა ნივთებსა და აქსესუარებს ველიზე თიბისის განვადების აქციის ფარგლებში 50 ლარიანი ქეშბექით შეიძენ.
სპორტი & მოგზაურობა და ფიტნესი & იოგა
აქტიური ცხოვრების წესის მქონე მომხმარებელს ველიზე ორი საინტერესო კატეგორია - სპორტი & მოგზაურობა და ფიტნესი & იოგა დახვდება. სპორტული და სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელი და აქსესუარები ხარისხიანი, კომფორტული და გამძლე უნდა იყოს, სწორედ ამიტომ ველის ციფრულ თაროებზე განთავსებულია ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორიცაა Adidas, Nike, GAIAM, Stanley და სხვა.
შეარჩიე შენთვის სასურველი ნივთები ველის ნებისმიერი კატეგორიიდან, ისარგებლე თიბისის სტანდარტული განვადებით მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე და დაიბრუნე 50₾ მომენტალურად.