საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

მთავრობის მეთაური ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

“გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის  შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

https://x.com/pm_kobakhidze/status/2013191805353799968?s=46

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს