2022 წელს საქართველო 45-ე ადგილი დაიკავა 111 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებმაც EF სტანდარტული ინგლისურის ტესტი ონლაინ რეჟიმში გაიარეს.
ტესტი საერთაშორისო კომპანია Education First-მა შეიმუშავა. ამ რეიტინგში, რეგიონში უკრაინა ლიდერობს და 35-ე ადგილზეა, ყველაზე ცუდი შედეგები აზერბაიჯანში აქვთ, სადაც ინგლისური ენის ცოდნა ძალიან დაბალ დონეზეა.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, 57-ე ადგილზეა სომხეთი, 64-ზე - თურქეთი, 40-ზე - რუსეთი, 35-ზე - უკრაინა, 92-ე - აზერბაიჯანი.
ამ 111 ქვეყანას შორის ინგლისურის ცოდნის ძალიან მაღალი დონით გამოირჩევა ჰოლანდია, ავსტრია და ნორვეგია. ათეულშია: დანია, ბელგია, შვედეთი, ფინეთი, პორტუგალია და გერმანია.
ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონით გამოირჩევა სლოვაკეთი, ლუქსემბურგი, რუმინეთი, უნგრეთი, ლიეტუვა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ლატვია, ესტონეთი, სერბეთი, შვეიცარია;
სხვა ქვეყნებს შორის, ინგლისური ენის საშუალო ცოდნის დონით გამოირჩევა - საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი და სომხეთი;
ინგლისური ენის ცოდნის დაბალი მაჩვენებელია თურქეთში, ძალიან დაბალი - აზერბაიჯანში.