ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალ შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„სამედიცინო დაწესებულება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ის ინფექციური საავადმყოფოს სტანდარტებს სულად დააკმაყოფილებს. ამ სივრცეში განთავსდება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური, როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ინფექციური ცენტრი და მისი გუნდი. მოეწყობა უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებები“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მანამდე არსებული ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს ახალ შენობაში ფუნქციონირება შემოდგომიდან უნდა დაეწყო.