თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმის (TBILISI RFSD) ფარგლებში ვიზიტად მყოფ ერევნის ვიცე-მერს არმენ პამბუკჩიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განხორციელებულ პროექტებსა და ქალაქების სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს
„მნიშვნელოვანია, რომ ერევნის ვიცე-მერი ადგილობრივ ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. თბილისი და ერევანი დაძმობილებული ქალაქები არიან. დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება იმ რეფორმების შესახებ, რასაც ჩვენს ქალაქებში ვახორციელებთ. ერევანი სატრანსპორტო რეფორმას იწყებს, ამ მხრივ, ჩვენი გამოცდილება მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა. დავგეგმეთ, რომ მომავალში აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ სხვადასხვა გადაწყვეტილებასა და პრაქტიკულ შედეგებს დეტალურად გავაცნობთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
არმენ პამბუკჩიანთან შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია და საკრებულოს წევრი კახაბერ ლაბუჩიძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს