ფიზიოთერაპია რეაბილიტაციის პროცესის განუყოფელი კომპონენტია. დარგის ძირითადი მიზანია ფიზიკური ფუნქციისა - მობილობის აღდგენა,ტკივილის შემცირება და  ზოგადად ცხოვრების საერთო ხარისხის გაუმჯობესება.

ფიზიოთერაპიის ჩატარებას, მისი მრავალფუნქციურობის გამო, ბევრი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. ფიზიოთერაპიის ძირითადი როლი რეაბილიტაციის პროცესშია შემდეგია:

ტკივილის მართვა

თერაპევტები ტკივილის სამართავად, სხვადასხვა ტექნიკას იყენებენ, როგორიცაა ელექტროთერაპია,ულტრაბგერითი თერაპია, დარტყმით ტალღოვანი თერაპია, მაგნიტოთერაპია , თერაპიული ვარჯიშები და სხვა. ეს მეთოდები ხელს უწყობს ანთების შემცირებას და აჩქარებს შეხორცების პროცესებს.

 

მობილურობისა და ფუნქციის აღდგენა

სხვადასხვა თერაპიისა  და სამკურნალო ვარჯიშის  მეშვეობით,ფიზიოთერაპია ეხმარება პაციენტებს  დაკარგული ფუნქციის აღდგენაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის,რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია , აქვთ მოტეხილობის ან ინსულტის შემდგომ პერიოდი და ა.შ

 

შემდგომი დაზიანების  პრევენცია

ფიზიოთერაპია ასწავლის პაციენტს სათანადო მექანიკასა იმისათვის რომ თავიდან აიცილონ მოსალოდნელი დაზიანებები.

 

ძალისა და კოორდინაციის გაუმჯობესება

 ძალისმიერი ვარჯიშები მორგებულია პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებზე,რაც ხელს უწყობს კუნთების სიძლიერის აღდგენას და კოორდინაციის გაუმჯობესებას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა სპორტსმენებისთვის და ნევროლოგიური დაზიანებების მქონე პაციენტებისთვის.  

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესება

 გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების მქონე პაციენტებისათვის არსებობს  აერობული ვარჯიშები,რაც აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამძლეობას და ხელს უწყობს ყოველდღიურ საქმიანობაშიუსაფრთხო დაბრუნებას.

 

პოსტოპერაციული რეაბილიტაცია

ფიზიოთერაპიის ჩატარება აუცილებელია ისეთი ქირურგიული პროცედურების შემდეგ,როგორიცაა სახსრის ჩანაცვლება,ოპერაციები მყესებზე, სახსრებზე და ხერხემალზ და ა.შ . ფიზიოთერაპია ხელს უწყობს ოპერაციის შემდგომი ტკივილის,შეშუპებისა და შებოჭილობის შემცირებას.

ნევროლოგიური რეაბილიტაცია

ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის (როგორიცაა ინსულტი,გაფანტული სკლეროზი,პარკინსონის დაავადება და ა.შ) ფიზიოთერაპია ფოკუსირებულია მოძრაობის,ბალანსის,კოორდინაციისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის აღდგენაზე.

 

ზოგადი კეთილდღეობის ხელშეწყობა

 ფიზიოთერაპია,აქტიური ცხოვრების წესის წახალისებითა, კვებისა და ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებით,ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის შენარჩუნებას. ეს ჰოლოსტიკური მიდგომა ეხმარება პაციენტებს სრულ გამოჯანმრთელებაში.

 

რამდენიმე ტექნიკა, რომელიც გამოიყენება ფიზიოთერაპიაში:

  • სამკურნალო ვარჯიში: სპეციფიური ვარჯიშები სიძლიერისა და მოქნილობის გასაუმჯობესებლად.
  • ელექტროთერაპია : კუნთების ტონუსის გასაძლიერებლად,ტკივილის შესამსუბუქებლად,ქსოვილების სისხლმომარაგების გასაზრდელად,აღდგენისა და რეგენერაციული ეფექტის მისაღებად.
  • სითბოსა და სიცივის თერაპია : ტკივილის და ანთების შესამცირებლად.
  • მანუალური თერაპია: ხერხები,როგორიცაა სახსრის მობილიზაცია, რბილი ქსოვილის მასაჟი და ა.შ