ფიზიოთერაპია თანამედროვე რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. მან მნიშვნელოვანი განვითარება ჰპოვა გასული წლების განმავლობაში. დარგის ძირითადი მიზანია ფიზიკური ფუნქციისა და მობილურობის აღდგენა/შენარჩუნება ტკივილის შემცირება და ცხოვრების საერთო ხარისხის გაუმჯობესება.

ფიზიოთერაპიის მეთოდები

თანამედროვე ფიზიოთერაპია მოიცავს ინტერვენციების  ფართო სპექტრს, მასში კომბინირებულია როგორც ტრადიციული,ასევე მკურნალობის უახლესი მეთოდები. რამდენიმე ძირითადი მეთოდია:

  • სამკურნალო ვარჯიშები - ფიზიოთერაპიის ძირითადი კომპონენტია და მიზნად ისახავს ძალის,მოქნილობის,წონასწორობისა და გამძლეობის გაუმჯობესებას და ა.შ
  • ელექტროთერაპია -გამოიყენება ტკივილების შესამსუბუქებლად.
  • ჰიდროთერაპია - გულისხმობს წყალში შესრულებულ ვარჯიშებს. წყლის ბუნებრივი წინააღმდეგობის ძალა, ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას დამატებითი წონის გამოყენების გარეშე.
  • მანუალური თერაპია- სახსრებისა და რბილი ქსოვილების მობილიზაციის მეთოდია.
  • სიცივისა და სითბოს თერაპია - გამოიყენება ტკივილის სამართავად,ანთების შესამცირებლად და შეხორცების ხელშეწყობისათვის.  

ფიზიოთერაპიის ძირითადი როლი რეაბილიტაციის პროცესში

  • ტკივილის მართვა

 თერაპევტები ტკივილის სამართავად იყენებენ ისეთ ტექნიკებს, როგორიცაა : დარტყმითტალღოვანი თერაპია, ელექტროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, სამკურნალო ვარჯიშები და სხვა.

  • მობილურობისა და ფუნქციის აღდგენა

სხვადასხვა ვარჯიშებისა და ინტერვენციების მეშვეობით,ფიზიოთერაპია ეხმარება პაციენტებს  ფუნქციურ გაუმჯობესებაში.

  • დაზიანებების პრევენცია

რეაბილიტაციის პროცესში პაციენტები სწავლობენ მოსალოდნელი დაზიანებებისგან თავდაცვას.

  • ძალისა და კოორდინაციის გაუმჯობესება

ძალისმიერი ვარჯიშები ხელს უწყობს კუნთების ძალის აღდგენას და კოორდინაციის გაუმჯობესებას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა სპორტსმენებისთვის და ნევროლოგიური დაზიანებების მქონე პირთათვის.

 ფიზიოთერაპია ,  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების მქონე პაციენტებს სთავაზობს აერობული ვარჯიშებს. ვარჯიშის ეს ტიპი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აუმჯობესებს გამძლეობას. 

  • პოსტოპერაციული რეაბილიტაცია

რეაბილიტაცია  აუცილებელია ისეთი ქირურგიული პროცედურების შემდეგ,როგორიცაა სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაცია,ოპერაციები მყესებზე, რბილ ქსოვილებზე და ხერხემალზე. ფიზიოთერაპია ხელს უწყობს ოპერაციის შემდგომი ტკივილის,შეშუპებისა და შებოჭილობის შემცირებას.

  • ნევროლოგიური რეაბილიტაცია

ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის (როგორიცაა ინსულტი, გაფანტული სკლეროზი,პარკინსონის დაავადება) ფიზიოთერაპია ფოკუსირებულია მოძრაობის,ბალანსის,კოორდინაციისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის აღდგენაზე.

  • ზოგადი კეთილდღეობის ხელშეწყობა

 ფიზიოთერაპია,აქტიური ცხოვრების წესის წახალისებით,კვებისა და ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებით,ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის შენარჩუნებას. ეს ჰოლოსტიკური მიდგომა ეხმარება პაციენტებს სრულ გამოჯანმრთელებაში.

მდგომარეოებები,რომლის დროსაც საჭიროა ფიზიოთერაპი

  • ორთოპედიული დაზიანებები : მოტეხილობა, კუნთის დაჭიმულობა, ართრიტი, ქირურგიული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაცია და სხვა.
  • ნევროლოგიური დარღვევები : ინსულტი, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება და სხვა.
  • სპორტული დაზიანებები : მწვავე თუ ქრონიკული სპორტული დაზიანებები.
  • ქრონიკული ტკივილი : წელისა და კისრის ქრონიკული ტკივილი, ფიბრომიალგია და სხვა. 
  • პედიატრიული მდგომარეობები : განვითარების დარღვევები, ცერებრალური დამბლა, პედიატრიული ორთოპედიული დაზიანებები და ა.შ.
  • კარდიოპულმონალური დარღვევები : რესპირატორული და კარდიოლოგიური პრობლემები.
  • გერიატრიული ზრუნვა : ხანდაზმულებს სჭირდებათ რეაბილიტაცია ბალანსთან, მობილურობასთან და ასაკთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.
  • პრევენცია: ფიზიოთერაპია არ გამოიყენება მხოლოდ დაზიანებების სამართავად, მისი მეშვეობით შესაძლებელია დაზიანებათა პრევენცია და საერთო კეთილდღეობის შენარჩუნება.
  • ქალთა ჯანმრთელობა : მენჯის ფსკერის დისფუნქცია, ორსულობასთან დაკავშირებული ზურგის ტკივილი, მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაცია და ა.შ.