ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი დასანქცირების ფონზე, ხვალ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრება.

კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ორმხრივ შეხვედრებთან და გეგმებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ოფიციალურად ხვალ გასაჯაროვდება.

შეგახსენებთ, ამერიკის ხმის ინფორმაციით, შტატებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აქვს შემუშავებული და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.