მაცივარი ის თანამედროვე მოწყობილობაა, რომელიც ყველა ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს. საუკეთესო მაცივრის შერჩევის პროცესი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებას. იმისთვის, რომ მაცივარმა ყველა შენი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს და შენი ცხოვრების წესსაც იდეალურად შეესაბამებოდეს, სტატიაში მოგიმზადე რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა.

  • რა ზომის მაცივარი გჭირდება?

მაცივრის ყიდვამდე გაზომე სივრცე სამზარეულოში, სადაც მის განთავსებას გეგმავ. გაითვალისწინე მაცივრის სიმაღლე, სიგანე და სიღრმე, ასევე, კედლებიდან დასაშორებელი მანძილი. ეს ინფორმაცია დაგეხმარება, რომ მაცივარი, სტანდარტების დაცვით, იდეალურად ერგებოდეს შენს სამზარეულოს.

  • მაცივრის მოცულობა

რამდენი ადამიანია შენს ოჯახში? თუ შენი ოჯახი მრავალრიცხოვანია, მაცივარში ბევრი საკვების შენახვა დაგჭირდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსაზღვრავ მაცივრის ოპტიმალურ ტევადობას.

  • მაცივრის დიზაინი

დღეს, ბაზარზე, დიზაინის კუთხით, მაცივრების დიდი მრავალფეროვნებაა. შეგიძლია თავად გადაწყვიტო, რომელია შენთვის უფრო მოსახერხებელი მაცივარი, ზედა საყინულით თუ ქვედა საყინულით, გვერდითი საყინულით თუ ფრანგული კარით. იქნებ, დისპენერიანი მაცივარია შენთვის უფრო მიმზიდველი და პრაქტიკული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, შენი სამზარეულოს განლაგებაზეც იფიქრე.

  • ენერგოეფექტურობა

დააკვირდი მაცივრის მოდელებს, რომ ფლობდეს Energy Star-ის სერტიფიკატს. ენერგოეფექტური მაცივრის შეძენით დაზოგავ ელექტროენერგიის გადასახადებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ასვე, ნაკლებ ზიანს მიაყენებ გარემოს.

  • ბიუჯეტის განსაზღვრა

დააწესე ბიუჯეტი შენი მაცივრის შესაძენად და მოძებნე ისეთი მოდელები, რომლებსაც ამ ფასის დიაპაზონში მეტი ფუნქცია ექნება. ამასთან, გაეცანი მომხმარებელთა მიმოხილვებსაც, კონკრეტული მოდელის მუშაობის, საიმედოობის და კმაყოფილების შესახებ.

  • ბრენდის რეპუტაცია

აირჩიე მაცივრის ისეთი ბრენდი, რომელსაც მაღალი რეპუტაცია და საყოველთაო ცნობადობა აქვს. მაცივრის მწარმოებელ საყოველთაო ბრენდებს შორის გამორჩეულია Samsung, LG, Midea, Bosch, Beko, Liebherr და სხვა.

იდეალურ შემთხვევაში, მაცივარს აქვს კარგად დაგეგმარებული შიდა განლაგება, რეგულირებადი თაროები, ტენიანობის კონტროლი, ყინულის სათავსო, წყლის დისპენსერი, ასევე, ჭკვიანი ტექნოლოგია, შედარებით მაღალბიუჯეტურ მოდელებში. ჭკვიანი ტექნლოგიით მაცივრის მართვა სმარტფონის საშუალებით შეგიძლია.

სტატიაში განხილული ფაქტორების გათვალისწინებით, შეგიძლია შეარჩიო მაცივარი, რომელიც იდეალურად ერგება შენს საჭიროებებს და ამასთან, ესადაგება ინტერიერსაც.