საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკისა და აქსელის -  საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის თანაორგანიზებით, 2024 წლის 27-29 სექტემბერს ,,Startup Investment Forum – Batumi Vol.2 -ს’’ გაიმართება. ღონისძიება 3 დღის განმავლობაში გააერთიანებს თბილისისა და ბათუმის სტარტაპ ეკოსისტემის წევრებს, მათ შორის ანგელოზ ინვესტორებს, ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლებს, პოტენციურ ანგელოზ ინვესტორებს და სფეროთი დაინტერესებულ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს.
 
ღონისძიების სტუმრები 3 დღის განმავლობაში ბათუმში დაესწრებიან სხვადასხვა დახურულ შეხვედრებს, ხოლო ღია კონფერენცია 28 სექტემბერს გაიმართება და მოიცავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების ფიჩებს, აქსელის შესახებ პრეზენტაციასა და პანელურ დისკუსიებს, სადაც აქსელის წევრები, მოწვეული სტუმრები  და  სტარტაპები საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ.
 
გარდა კონფერენციისა, აქსელისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, იგეგმება დახურული შეხვედრები ეკოსისტემის სხვადასხვა აქტორებთან, ადგილობრივი სტარტაპების დამფუძნებლებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
 
 
ფორუმის მთავარი მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის ჩართულობის გაზარდა, ინვესტორების დაინტერესება ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერით და ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობა.