ესპანეთში გაიმართა „ელ კლასიკო“, რომელშიც „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. გაიმარჯვა მადრიდულმა კლუბმა – 2:1.
2024 წლის 21 აპრილის შემდეგ „რეალს“ „ბარსა“ დამარცხებული არ ჰყავდა. თუმცა მას მერე გუნდში მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო მივიდა და თავისი საქმე გააკეთა.
გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა კილიან მბაპემ, რომელმაც დუბლი შეასრულა, კატალონიელებიდან კი გოლით რაფინია გამოირჩა.
10 ტურის შემდეგ „ბარსელონას“ 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. 25 ქულით მეორეა „ატლეტიკო“, ხოლო 24 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა „რეალი“.
1tv.ge